აპასიმენტო რეზერვი 2018
პრემიუმ ხარისხის დეკანოზიშვილის ღვინო - წითელი, მშრალი. დეკანოზიშვილის ღვინო დამზადებულია სამი ჯიშისგან - საფერავი (68%), ოცხანური საფერე (22%) და შავკაპიტო (10%), ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. 
ღვინოში წამყვანია კასრში დავარგებისთვის სახასიათო არომატები: ვანილი, დარიჩინი, კარამელი, ქოქოსი. მეორე ცხვირზე ასევე იგრძნობა წითელი ბულგარული წიწაკისა და კენკრის მსუბუქი ტონები. 
ღვინის მაღალი ალკოჰოლურობა პალეტზე სასიამოვნო სიმხურვალით გამოიხატება. ასევე იგრძნობა შავი ქლიავის და შებოლილი ტონები პალეტზე. 
ყურძნის ჯიშები
70% საფერავი, 20% ოცხანური საფერე, 10% შავკაპიტო.
ადგილი
თოხლიაურის ტერუარი, მანავის მიკოზონა, კახეთი
ვენახები
25 ჰა, ზღვის დონიდან 650მ.
რთველი
ხელით კრეფა
ვაზის საშუალო ასაკი
20 წელი
ვინიფიკაცია
ტრადიცული მეთოდით ქვევრში, დაბალ ტემპერატურაზე. ექვსთვიანი მაცერაცია ქვევრში.
დავარგება
18 თვე სხვადასხვა ასაკის და გამოწვის ფრანგულ და ამერიკულ მუხის კასრებში.
ალკოჰოლი
14.5%
დეგუსტაცია
- თვალი: მუქი მეწამული.
 - ცხვირი: შავი ხილი, კენკრა, ჩირი, სანელებლები, თხილეული, თამბაქო.
 - გემო: იკვეთება შავი ხილის, კენკრის, ჩირის, სანელებლების, მოხალული ნიგვზისა და თამბაქოს არომატები.
 - შეჯამება: სავსესხეულიანი, ღრმა და კომპლექსური ღვინო, ხანგრძლივი და ელეგანტური დაბოლოებით.
 
აპასიმენტო რეზერვი 2018
          
          
          
          
          
          
          2-5 სამუშაო დღე
Visa/MasterCard ბარათით გადახდა, რომელიც 100% დაცულ გვერდზე ხდება
